პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ანგარიში და რეფლექსია


პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ანგარიში და რეფლექსია


რეფლექსია კვლევის შედეგების გაზიარების შესახებ 

     სსიპ ქალაქ თბილისის N167 საჯარო სკოლის IV კლასში ჩავატარე პრაქტიკის კვლევა (იხილეთ  პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ანგარიში და რეფლექსია )  ,, წაკითხული ტექსტის გაგება-გააზრების უნარის გაუმჯობესება IVკლასში“ კვლევის მიზანი იყო:

  • წაკითხული ტექსტის გაგება-გააზრებასთან დაკავშირებული პრობლემების მიზეზების შესწავლა,  დადგენა და გამოკვლევა;
  • პრობლემის გადაჭრის გზების გამონახვა და შესაბამისი ინტერვენციების განხორციელება; 
  • მიღწეული შედეგების შეფასება; 

     კვლევა განხორციელდა 2018-2019 წელს და გრძელდებოდა 5 თვის მანძილზე . კვლევის შედეგებისა და თვითონ კვლევის გაზიარება კოლეგებთან დაეხმარება მათ თავადაც წარმართონ მსგავსი კვლევები საკუთარი პედაგოგიური პრაქტიკის გაუმჯობესებისათვის.
      პრაკტიკული კვლევის განხორციელების შემდეგ მიღებული შედეგების გაზიარება ძალიან საინტერესოდ და სასიამოვნოდ წარიმართა.კვლევის პრეზენტაცია მოხდა 2019 წლის 24 მაისს. პრეზენტაციას დაესწრო  8  მასწავლებელი. კოლეგებს გავაცანი კვლევის შედეგები და შეფასების მიზნით ვთხოვე შეევსოთ კითხვარები.






Комментариев нет:

Отправить комментарий